სიყვარულმაც მომაბეზრა თავი,
აღარ მინდა ზღვასთან პაემანი,
არც ტალღები, აღარც ცხელი ქვიშა,
მომაწოდეთ ღვინით სავსე ჭიქა.
არც ტალღები, აღარც ცხელი ქვიშა,
მომაწოდეთ ღვინით სავსე ჭიქა.
დავთვრები და ეს სამყარო ვრცელი,
აღმა - დაღმა ივლის ტყე და ველი,
და შენც კარგო მომაწოდე ხელი
და მაჩუქე კოცნა მწველზე მწველი.
და შენც კარგო მომაწოდე ხელი
და მაჩუქე კოცნა მწველზე-მწველი.
აცა-ბაცა ივლის ცა და მიწა
შენი გული მხოლოდ ახლა ვიცან,
ამიტაცებ და დამიჭერ ხელში,
სიყვარულის ჩავვარდებით ცეცხლში.
ამიტაცებ და დამიჭერ ხელში,
სიყვარულის ჩავვარდებით ცეცხლში.
No comments:
Post a Comment