Wednesday, July 7, 2021

სატრფიალო

 მე სიყვარულზე მინდა გითხრა ორიოდ სიტყვა,

შენ კი მუდმივად სულ სადღაც ჩქარობ

და გაძარცვული დგანან ქუჩები

როცა შენ ჩემში აღარა სახლობ,

როცა შენ ჩემში აღარა სახლობ,

გრძნობები გულში ურცხვად თარეშობს 

გზააბნეული ფიქრების კიდეთ

და უშენობის ეს ბრმა სახადი

მოსახდელი მაქვს კიდევ და კიდევ,

მაქვს მოსახდელი კიდევ და კიდევ.

სისხლში ჩქარობენ ნაკადულები 

წყენის, ეჭვების და მაინც თმენის, 

ჩამოივლიან გაზაფხულები 

და დროც გაივლის ტანჯვის და გვემის,

და დროც გაივლის ტანჯვის და გვემის.

და მაინც მინდა ორიოდ სიტყვა

გითხრა და შენ კი მაინცა  ჩქარობ,

ჩემი სიცოცხლის დაუშრეტელო

განთიადო და ტრფობისა წყაროვ,

განთიადო და უკვდავო წყაროვ!





No comments:

Post a Comment