წვიმს და ელვასავით დამიდიან,
სველი ნისლიანი ამინდები,ჩქარა მომაშველე გულის სითბო,
თორემ ამინდივით ავტირდები.
წვიმს და ელვასავით დამიდიან,
სველი ნისლიანი ამინდები,ნისლებო თქვენ რა გითხარით, რომ დამწოლილხართ შავადა,
ჩემო მზე აღარა ჩანს და წყებ-წყებად წვებით ჯარადა,
თქვენს შემხედვარეს ფიქრი მკლავს,ქვევით მიზიდავს ბარადა,
ერთხელ ჩაგეკვრით, ჩაგკოცნით, ნუ გამიხსენებთ ავადა..
1 . მე შენი კალმით
ნახატი ვარ ,
მუზა ვარ შენი , შენი სტროფი ვარ ,მიყვარხარ, პირვლად ვთქვი ცხოვრებაში,
მიყვარხარ, ვიმეორებ ისევ,
პირველად ღრუბლებში ვითამაშე,
პირველად აღარ ვეძებ მიზეზს,
რომ
რატომ მევსება ეს გული ასე სევდით და ტკივილით,
როცა არ მესმის შენი ხმა და ცას ასკდება კივილი,
დამემოწმება ბალიში, რიჟრაჟებს ვხვდები ტირილით,
ზარების რეკვაც არ ისმის, ვხმები წყლისპირას ტირიფი.
ჰ ფ ი ქ რ ო ბ :
ზღვიდან ქალთევზებს გამოვიხმობ, რომ მომრთონ შენთვის,
შემომხედე,
შემომხედე,
მზერა
გამითამამე,
ერთად
ვდიოთ
ჩვენ
ვარსკვლავებს,
დღეს
ვეწვიოთ
ვარსკვლავეთს.
მერე
ზღვებს გადავუაროთ
ქარიშხლად
და წვიმებად,
გავილუმპოთ
ზღვის თეთრ ქაფში,
ეგეც
არ გვეწყინება.
შემომხედე,
შემომხედე,
მზერა
გამითამამე,
ჩემი
სახე, როგორც მთვარე,
ისე
ბრწყინავს, ანათებს,
დღისით
მზე ვარ მოარული,
ცაზე
ფეხით დავდივარ,
თვალებსა
გჭრი და სათვალით
ალბათ,
მიტომ დადიხარ.
ისევ
ღამე არის ჩვენი
მფარველი
და მეტოქეც,
მინდა
მთელი ვარსკვლავეთი
ჩემს
ფეხებქვეშ ზეობდეს,
შენ
კი, კარგო, მხოლოდ ჩემი
სიყვარული
გეყოფა,
ცაზე
ერთი ვარსკვლავი ხარ
თუ
ხარ მთელი ეპოქა?!
წ უ თ ი ს ო ფ ე ლ ი!
მ ე ლ ო დ ე!
დღეს ღამით ფოთლების კაბას შევიკერავ,
შიგნით ლალ-იაგუნდებს ჩავწნავ,
ისე იციმციმოს, მეც რომ გამაბრწყინოს,
იფიქრო, მზე ჩამოვიდაო დაბლა,
თავზე გვირილის გვირგვინს დავიდგამ,
პეპლები დასხდებიან მასზე,
"ასეთი ღვთიური არავინ მინახავს,
მზე გამოვიდაო ბანზე".
ასე იტყვი და ერთად გავფრინდებით,
დავსხდებით მწვერვალის თავზე,
იქ ნადიმს გავმართავთ, ვარსკვლავებს მოვიწვევთ,
ვარსკვლავად დავრჩებით ცაზე.
მე შენი კალმის მონასმი ვარ, შენი მუზა ვარ,
შენი სტრიქონი, შენი სიტყვა, შენი ბგერები,
შენთვის ვცოცხლობ და შენს ლექსებშიც მუდამ ვიცოცხლებ,
შენი თვალებით, დატბორილით, მე მეფერები.
მე აფრენილი მწვერვალი ვარ, მაღლა არწივი,
ჩანჩქერიც მე ვარ, წყალვარდნილიც, გრემიც, ვარძიაც,
მე ყველგანა ვარ, ყველაფერში, ყველა ძირქვაში,
ამ ქვეყანაზე ძვირფასი თუ რამ გაგაჩნია.
შენს მკერდზე მინდა, თავი მედოს მე ყოველ ღამე,
სულში კი ისევ გაიმარტოს, გაიაპრილოს,
ოღონდ ნუ მეტყვი, არ აქვს ძალა ბგერებს და სიტყვებს,
დუმილით ხშირად კლავდნენ სიტყვებს სულ უადგილოდ.
წ ა რ ს უ ლ თ ა ნ ლ ა ც ი ც ი!
ნუთუ, შეიძლება არ მიყვარდე,
ჩემო მოვარდნილო მდინარევ,
სულში იალაღი ამიყვავე,
ეს გული გამიმღიმარე..
ნუთუ, შეიძლება არ მიყვარდე,
ცაც კი ღრუბლიანი შემიყვარდა,
ნუთუ, შეიძლება არ მიყვარდეს,
ვინც მე ღრუბლებში ამიყვანა.
წვიმად მოვსულვარ და ხანაც ნამად,
ვეღარ მოვისვენე შენი დარდით,
როგორ უიმედოდ შემიყვარდი,
როგორ უიმედოდ შეგიყვარდი.......
,
ამ ღამით სუფრას გამიშლი ცის ქვეშ,
ზედ დაგვნათოდეს ვარსკვლავნი, მთვარე,
მე ფეხშიშველი მოვივლი მინდორს,
სურვილით, ნდომით ავავსებ არეს,
რომ მოგეახლო ჩემს რჩეულ რაინდს,
მოგაყრდნო მხარზე ნატეხი ფრთები,
შენ ღამით ჩემი იქნები ზევსი,
მე შენი ლედა ოქროოსფერ თმებით.
ცის კიდეს შენც მიდევ, მეც მივდევ,
ამ ღრუბლებს სხვა მხარეს მიყავხარ,
მე მაინც გიყურებ შორიდან,
ვდარდობ და გეძახი: "მიყვარხარ!"...
თუ კი გიყვარვარ, რად არ მიხსენებ,
რად დუმხარ, დუმხარ და იმალები,
ჩემი ცხოვრების ლურჯო მდინარევ,
დღე მოდის ჩემი გარდაცვალების,
მერე ჩემს ხმას შენ ვეღარ გაიგებ,
მერე ზეცაში დაგემალები,
ხანდახამ ჩუმად დაგხედავ თრთოლვით,
ცრემლი რომ ვნახო შენს ლურჯ თვალებში.
მიყვარხარ, ჩემო, და რატომღაც გიჟივით გჩემობ,
თუმცა ვიცი, რომ სხვისი ხარ და სხვა გადგას ჩერო,
ჩემთან ხარ მაინც, ჩემი გულის შენა ხარ მდელო,
და შენ გიმღერის ჩემი სულის გიტარაც, ჩელოც.
მე შენი ლექსის გემო ვარ,
თუნდ იყოს ერთი ლექსი,
ლიანა კაკუბავა:
როგორც ინებებთ, ძვირფასო
ყანწი ავიღე, შევსვი...
ტკბილი ხართ, ნექტარივითა,
მიხარია, რომ შეგხვდით.
თაიგულების კონები
მინდვრად შევკარი თქვენთვის.
მოკრძალებული მუზაა..
ექსპრომტი, გულის ფეთქვის!
მაია დიაკონიძე
რას ბრძანებთ, რა მოკრძალება, მადლობელი ვარ თქვენი,
მოკრიფეთ ყვავილთ კონები, მათი ნექტარი შევსვი,
მუზობა, თუ კი შევძელი, ერთისთვის, თუნდაც თქვენთვის,
მე მეტი არა მინდა რა, ეს პატივია ჩემთვის.
ლექსი ყოველთვის კარგია,
როგორც დამწერი მათი,
ადიდოს ღმერთმა პოეტი,
მოგონებებიდან