Monday, July 5, 2021

წითელკოპლებკაბიანო (სიმღერა), დაწერა მაია სიჭინავამ5.07.2021 წელი

 

წითელკოპლებკაბიანო

 

ჩემს გულში შენ დაივანე,

შენ ანათებ და მზიანობ,

გაფრინდები მინდვრებისკენ

წითელკოპლებკაბიანო.

შენი მზერა მწვავს და მდაგავს,

გულში ჩიტად დაფრთიანობ,

მე ზედაც არ შემომხედავ,

წითელკოპპლებკაბიანო.

გვირილების ველზე გნახე,

სევდიანობ, ფიქრიანობ,

ნუთუ რაღაცას არ ამხელ,

წითელკოპლებკაბიანო..

მე გიყვარვარ ალბათ ძლიერ,

ჩემზე დარდობ, ეჭვიანობ,

ზევიდან მაშ რად მიყურებ,

წითელკოპლებკაბიანო.

 5.07.2021 წელი


No comments:

Post a Comment