Tuesday, July 6, 2021

სატრფიალო, ავტ. მაია დიაკონიძე, ლელა გაფრინდაშვილი

 მწვანე სამოსმა დაგიფერა თვალები მწვანედ,

იქიდან თითქოს ყვავილების ველმა დამკოცნა,

შენი მზერა კი საოცარი და ასე თბილი,

შიგ გულში დამრჩა სამუდამოდ შენგან სახსოვრად.

ლელა გაფრინდაშვილი:

საოცარია,სახსოვარი აღქმული შენგან...
უფრო საამო, საოცარი
გრძნობანი მწველნი...
დაე, გაგრძელდეს
მეგობრობა და
სიყვარული,
დაუვიწყარად თვალში დაგვრჩეს
ზურმუხტა ველი...

No comments:

Post a Comment