მე იმასა გთხოვ...
1.ქვეყნად არავის იღბალი არ მშურს,
სხვის ქონებაზეც არ მრჩება თვალი,
ღმერთო! მიეცი,~დამშეულს ლუკმა,
უდაბნოში მყოფს,~ჩრდილი და წყალი.
2.კაცს ~სულში მზე და ნათელი თვალში,
გვერდში საწოლად ~ერთგული ქალი;
ფარას ცხვრებისას,~მინდორი მწვანე,
დამშეულ მგლის ჯოგს,~სახრავად ძვალი.
3.დაჩოქილ მლოცველს,~უფლის იმედი,
მძიმე ავადმყოფს,~აღდგომის ძალი;
შეყვარებულებს,~სურვილის ცეცხლი,
ტყეში დარჩენილს,~კოცონის ალი.
4.ბედის მაძებარს ~თავის საფერი,
თავისი ჯუფთი,~თავისი ცალი,
მ ე... იმასა გთხოვ,ისე მაცხოვრე,~
შენი და კაცის,არ გამყვეს ვალი!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი. 03.07.2017 წელი.
No comments:
Post a Comment