Tuesday, July 6, 2021

რატომ არ მეტყვი არაფერს?! (სატრფიალო)

რატომ არ მეტყვი არაფერს,

დუმხარ, დამტოვე მარტო,

გულს მოგცემ, თუ კი ისურვებ,

შენ, მხოლოდ შენ ერთს განდობ.

ნეტავ, რადა მაქვს სურვილი

სადაც ხარ, იქა გნახო,

ჩემი ცხოვრების სულისთქმავ,

გდარდობ, გეძახი, გნატრობ.


No comments:

Post a Comment