Sunday, August 8, 2021

დღეს ისევე პაემანზე გიწვევ! ( სახუმარო -სალაღობო)

 დღეს ისევე პაემანზე გიწვევ,

წყაროს თავთან, წყალს რომ სვამენ დევნი,

ცხენით მოდი, მათ არ შეუშინდე,

მე ჩავაგდე ისინი კარგ დღეში...

ერთმა დევმა დამიპირა კოცნა,

ხელი ვკარ და გადავაგდე ხევში,

სხვებიც იმას მივაყოლე, მორჩა,

ამ ტყეში ვერ იპარპაშებს დევი.

მოდი მალე, გელოდები ჩემს გმირს,

ყვავილებით გამოავსე ბოღჩა,

მხოლოდ იმათ დავიკერებ გულზე,

გადავწყვიტე, შენ გამოგყვე ცოლად.

 

 



No comments:

Post a Comment