Sunday, August 8, 2021

შაირობა, მე და ზაზა ფელიშვილი

 თუ კი გული კვლავ ილაღებს,/

ავფეთქდები, ავცეკვდები,/
რაინდივით გავილაღებ/
და ბიჭივით გავხელდები.../
სულს ერთხელაც ჩავაშაქრებ,/
ვით ტკბილ გემოს კამფეტებით.../
და თუ სითამამეც ვიხმე,/
ავცეკვდები გამეტებით.

არ გიშლით ჩვენ გახელებას, 
არც ბიჭივით გალაღებას,
არც ღვინის სმას ჩვენ არ გიშლით,
ოღონდ ტანგოს საცეკვაოდ 
ჩაგვაყენო უნდა როგში, 
ვაი თუ ბევრი განაწყენდეს,
ჩალა დარჩეს მხოლოდ პირში,
ამ დაწოლას თუ გაუძლებ,
კი იქნები მერე გმირი.

წარმადგენენ გმირობაზე,/
თუ ლაზათით მოვიქცევი/
ტანგო-ცეკვის გამოცდაზე?/
თანახმა ვარ პირობაზე,/
ავაცეკვო ტერფი, ცერი,/
ოღონდ ეგრე---სამოც ცდაზე...🤣🤣🤣
რადგან უცბად ცეკვის ოსტატს/
მე ვერ მნახავთ პირველ ცდაზე

არა უშავს, ჩვენ მოვიცდით,
ტანგოს ცეკვას ვინღა გვიშლის,
მიყვარს ცეკვა, მიყვარს ტანგო,
დიდი ხანი ამას ვნატრობ,
საცეკვაოდ გამიწვევდნენ,
თორემ ფეხს მოედო მტვერი.

ერთი, ორი... ერთი, ორი.../
უკრავს მისიკა და ვცეკვავ.../
რა ვქნა, ვრეპეტიციაობ,/
თანაც სოფლურს ვირჩენ წელ-კავს.../
მთვარე ხითხითებით კვდება,/
ბებრულ ხუნტრუცს ცით რომ ხედავს.../
ამბობს:----იგი ბერიკაცი,/
სულ გაგიჟდა? რეებს ბედავს?

არა უშავს მოგიხდება, ერთი-ორი ფეხის ჩაკვრა,
აბა ტანგო ვერ იცეკვო, ხომ იქნება თავლაფდასხმა?
გელოდებით აგერ რიგში, ნუ იქნები შენაც ჭინჭყლი,
თავის დროზე გაგვისტუმრე, მთვარე შენს თავს იმქალს უქებს,
შენ რომ მასზედ ეჭვიანობ, იქნებ ის აეჭვიანო.

მაშინ რა გიყო, ძამია, ჩამოუარე ქართული,
მანდ მე ვერ გამოგადგები, ცეკვაა ახალგაზრდული,
მე სამეჯლისი ცეკვების "დივა" და თითქმის ასი ვარ,
თუ ქართულშიაც არ აგყვნენ, მაში კი რაღა ფასი გაქვს?

არ მიყვარს ადამიანებს,/
როცა საზღვრიან ფასებით,/
ისინი სულის იარებს,/
უფრო გესლავენ შხამ-შვებით.../
ცეკვა მსურს ისე ვისწავლო,/
დამაჯილდოვონ თასებით.../
მთვარე დამცინის: ,,ბებერო,/
დაკმაყოფილდი ვალსებით!''/
მე მგონი მართალი არის/
ღამის მნათობი სავსებით.

ნაღდია, ცეკვის არცოდნა კაცს არ დაუგდებს ფასსაო,
კაცი კაცობით ფასდება, რა ვუთხარ ისეთ ხალხსაო,
ვინც კაცის ფასი არ იცის და თანაც შენისთანასო,
კარგი, თუნდ ვალსი ვიცეკვოთ, ყაბულს ვიქნები მაგასო,



.



No comments:

Post a Comment