Monday, August 9, 2021

გამოქვაბულში (სატრფიალო)

შორიდან მოჩანს ცაზე დიდი შავი ღრუბელი
და დედამიწა ალბათ უკვე წვიმას მოელის,
ხომ არ მოვნახოთ სადმე მყუდრო ნავსაყუდელი
და მის სიღრმეში ჩავიძიროთ ტრფობის მორევში.
თან წავიტანოთ ცოტაოდენ თივის ბულული,
ქვის ზედაპირზე მე ვფიქრობ რომ ძნელია ძილი
და მივეხუტოთ ჩვენ ერთმანეთს, როგორც ჩიტები,
ჩვენაც შევიგრძნოთ სხეულები თბილი და რბილი.
და როცა უკვე გადაიღებს წვიმას დარდიანს,
ჩვენთან მოატანს ნაწვიმარი მიწის სურნელი
და დავითვრებით ჩვენც იმისი ვნებით და ჟინით,
პირველი ღამე ჭა იქნება ამოუვსები.


No comments:

Post a Comment