Sunday, August 8, 2021

თუ შენთვის არაფერი ვარ! (სატრფიალო)

თუ შენთვის არაფერი ვარ,
სიზმარში რაღად მოხვედი,
რად დამიკოცნე ტუჩები,
რად დამიწითლე ლოყები.
შენი ნაკოცნი კისერზე,
ცხადშიაც გამომყოლია,
ვინმემ რომ არ შეამჩნიოს,
კაბას ჩავიცმებ ქობიანს.
მეგონა, მართლა გიყვარდი,
თვალს ვეძებ გიჟს და ამყოლებს,
ანარეკლი თუ შემორჩა,
თვალი რომ გამომაყოლე.

No comments:

Post a Comment