მე შენი ალი მწვავს, შეხვედრა მწყურია,
მინდა რომ შენს სახეს თვალები შევავლო,
უშენოდ სულ ბნელი ღამე, უკუნია,
არ ვიცი, ძვირფასო, როგორღა მოგაგნო.
გიწვევ და ვერ შესძელ ჩემამდე მოღწევა,
გიწვევ და მანძილმაც თითქოსდა იმატა,
შენმა სიყვარულმა ცეცხლივით აღმაგზნო
და შენზე ფიქრებში ვხვდები ნაზ დილასაც.
ამ ღამით დავფაროთ დროცა და მანძილიც,
და იქნებ ზეცაში ვარსკვლავზე შევერთდეთ
და თუ კი მაინც არ მოგვიწევს შეხვედრა,
იმქვეყნად გიხილავ, არა გთხოვ მე ზედმეტს.
No comments:
Post a Comment