კისერზე ხელი მომხვიე,
გადამიწვინე მკლავზე,
მე, სიფრიფანა ყაყაჩოს,
მზე დამდგომოდა თავზე,
გავწითლდი, უფრო გავწითლდი,
არ მოველოდი ამდენს,
ეს სიყვარული თუ გაგყვა,
ნეტავი სავალ გზამდე?!
ირინა ხურციძე:
ვაჟის პასუხი:_
ხელებში ისე მითრთოდი,
უცებ დამესხა რეტი,
და წელზე ხელის მოხვევის,
ვერ გაგიგებდე მეტი...
შენკი შველივით დამისხლტი,
ვნებიან ალერსს უჩვევი...
და დღემდე ვნანობ უკოცნი
დამრჩა მაგ შენი ტუჩები.
მაია დიაკონიძე:
ეჰ,მახსოვს ეგე შეხება,
მახსოვს ყვავილთა ველიც,
წავიდეთ, გავინავარდოთ,
იქნება ახლაც გველის.,
აზა შანავა:
,ყაყაჩოების ველებზე ქრის ონავარი ქარი და ახსენდება ქალვაჟის თრთოლვა და სიყვარული... საით წავიდნენ ნეტავი სად შეაფარეს თავი... ისევლე აყვავდებიან ყაყაჩოები ველად... ისევ ეწვევა ველმინდვრებს სხვა, სიყვარულით მთვრალი...ისევ ლამაზი წყვილი...
მაია დიაკონიძე:
გვიმრავლოს ყაყაჩოებიც,
შეყვარებულნიც გულით,
როცა ჩავივლი მინდორზე
სუყველას კოცნას ვუთვლი.
No comments:
Post a Comment