Monday, February 28, 2022

აღარ მიქციო, ძვირფასო, გვერდი! (სატრფიალო)

 მე შენ გიფენდი ქვეშაგად მინდორს

და ყვავილების სურნელში გხვევდი,

ყველა ყაყაჩო მე ვიყავ შენთვის,

ყველა გვირილა და უფრო მეტი...

მე დაგყვებოდი ყოველთვის ფიქრად,

მე გიწეწავდი ქოჩორს და კულულს,

და როცა ტალღა ნაზ ქაფში გხვევდა,

ეს მე ვიყავი მხოლოდ და მხოლოდ.

მზემ გამონახა ცის თაღზე წვერი,

სახეზე ნათელ წერტილებს გფენდა,

თუ გაგახსენდა ის კოცნა მწველი,

ცისფერ იალქნებს რომ ვშლიდით ერთად.

შენა ხარ ჩემი გული და გრძნობა,

ჩემი სიცოცხლე და უფრო მეტიც,

და როცა შენთან სიზმარში მოვალ,

აღარ მიქციო, ძვირფასო, გვერდი.








Вечірня година (коханій мамі) Леся Українка , საღამოს საათი (დედის სიყვარული), თარგ. მაია დიაკონიძის უკრაინულიდან

 Вечірня година (коханій мамі)

Уже скотилось із неба сонце,
Заглянув місяць в моє віконце.
Вже засвітились у небі зорі,
Уже заснуло, заснуло й горе.
Вийду в садочок та погуляю,
При місяченьку та й заспіваю.
Як же тут гарно, як же тут тихо,
В таку годину забудеш лихо!
Кругом садочки, біленькі хати,
І соловейка в гаю чувати.
Ой, чи так красно в якій країні,
Як тут, на нашій рідній Волині!
Ніч обгорнула біленькі хати,
Немов маленьких діточок мати,
Вітрець весняний тихенько дише,
Немов діток тих до сну колише.


საღამოს საათი
(დედის სიყვარული), თარგ. მაია დიაკონიძის
მზე გადავიდა დასალიერში,
მთვარემ შემომცინა ძილის წინა,
თვალანთებულის ცას აქვს იერი,
უბედურებამაც მიიძინა.
გავალ ბაღებში და გავლაღდები,
მნათობს ვუმღერებ მთელი არსებით,
მშვენიერებას ვუმზერ, ვმაღლდები
ზეცასთანა ვარ ახლა აზრებით.
აქ ბაღები, თეთრი სახლებია,
ყურებს მიტკბობს ნაზ ბულბულთა სტვენა,
უკრაინის ღვთიურ სილამაზეს,
ვით სამოთხის, განა აღწერს ენა?
გადაფარა ღამემ თეთრი სახლი,
სადაც ბავშვებს აღარა ჰყავთ დედა,
გაზახულის ქარს რა გააჩერებს,
მშვიდი ფშვინვით იავნანას ყვება.






https://maximum.fm/novini_t2

Sunday, February 27, 2022

რომ არ მიყვარდე, ავტ. დათო ერნესი (ქაქუთია)

 რომ არ მიყვარდე არ ვეტყოდი ჩემს დარდებს ღამეს

და ჩემს გულისთქმას არ ვანდობდი ცეცხლისფერ მთვარეს,
არ ავანთებდი თეთრ ღამეში სიცოცხლის სანთლებს
და ცის ხატებად არ ვაქცევდი შენს ლამაზ თვალებს...
რომ არ მიყვარდე არ დავლევდი ღვინოსაც ეშხით,
არ შევხედავდი შემოდგომას სევდიან მზერით,
არ ვინატრებდი ბაღში ყოფნას,მხოლოდ შენს გვერდით
და მოლოდინში არ დავღლიდი ოცნებას შენით...
რომ არ მიყვარდე არ ჩავრევდი სიტყვებში ცრემლებს,
არ დავხატავდი ატირებულ გრძნობათა ფრესკებს,
არ ავუგებდი ტრფობის ტაძარს ჭეშმარიტ კედლებს,
არ ვიპოვიდი ცაზე ვარსკვლავს, უმანკოს შენებრს...
რომ არ მიყვარდე არ განდობდი ამ გრძნობას მართალს,
არ ვილოცებდი შენზე დიდხანს ღვთისმშობლის ხატთან,
არ ვინებებდი მთელი ღამე საუბარს ლანდთან,
არ მოვიდოდი უსუსური შენს გულის კართან...
შორს წავიდოდი ქარის ხმებით წითელ დილამდე
უცნობ ყვავილებს ვაუწყებდი ნაცნობ მირაჟებს
დაგშორდებოდი სიყვარულის პირველ სიზმრამდე
რომ არ მიყვარდე, ჩემო კარგო რომ არ მიყვარდე.

«І все-таки до тебе думка лине...» Леся Українка

 І все-таки до тебе думка лине,

Мій занапащений, нещасний краю,
Як я тебе згадаю,
У грудях серце з туги, з жалю гине.

Сі очі бачили скрізь лихо і насилля,
А тяжчого від твого не видали,
Вони б над ним ридали,
Та сором сліз, що ллються від безсилля.

О, сліз таких вже вилито чимало, –
Країна ціла може в них втопитись;
Доволі вже їм литись, –
Що сльози там, де навіть крові мало!

1895


ნეტარი ფიქრები შენკენ გზას მიხსნიან,
ჩემო ჩაგრულო, უბედურო მხარევ,
როგორც კი სინაზით შენ გაგიხსენებ,
გული მეწვის და ქვითინებს მწარედ.
ძალმომრეობა უნახავთ ჩემს თვალებს,
შენს ნატანჯ სახეს კი ვეღარ ხედავენ,
დაგიტირებდი, ვით შეპყრობილ მხედარს,
უსუსურობის ცრემლის ტბის მენავე.
ასეთი ცრემლი ცოტა არ დაღვრილა,
შიგ იძირება, უკრაინა, მოთქვამს,
და განა აღარა კმარა ცრემლის ღვრა?!
ან იქნებ სისხლი დანთხეულა ცოტა.
1895 წელი






Saturday, February 26, 2022

Зосталася тільки надія одна, ავტ. ლესია უკრაინკა, თარგმანი მაია დიაკონიძის

  Зосталася тільки надія одна:

Надія вернутись ще раз на Вкраїну,

Поглянути ще раз на рідну країну,
Поглянути ще раз на синій Дніпро, –
Там жити чи вмерти, мені все одно;
Поглянути ще раз на степ, могилки,
Востаннє згадати палкії гадки…
Ні долі, ні волі у мене нема,
Зосталася тільки надія одна.

დამრჩა მხოლოდ ერთადერთი იმედი

უკრაინავ, მასულდგმულებს იმედი, -

დავბრუნდები ჩემს მშობლიურ მხარეში,

და მაშინვე თუ კი გარდავიცვლები,

ჩავიძირო დნეპრის ცისფერ ტალღებში.

მხოლოდ ერთხელ გადავხედო ყორღანებს,

ოცნებებით მოვიარო მინდვრები,

ჩემში ვერ ვგრძნობ ნებისყოფის ნატამალს,

იმედიღა მიკიაფებს მცირედი.

26.02.2022 წელი



Ни доли,ни воли мне жизнь не дала,
Одна лишь,одна надежда мне мила:

Увидеть опять Украину мою
И все, что мне любо в родимом краю,

На Днепр голубой поглядеть еще раз,
А там все равно - пусть умру хоть сейчас,

Взглянуть еще раз на курганы в степях,
Вздохнуть напоследок о пылких мечтах.

Ни доли,ни воли судьбой не дано,
Одной лишь надеждой мне жить суждено.
Перевод В.Звягинцевой

«Уста твердят». Перевод А. Островского.) ავტ. ლესია უკრაინკა

 «Уста твердят: Ушёл он без возврата,

Нет, не покинул, — верит сердце свято.

Ты слышишь, как струна звенит и плачет?

Она звенит, дрожит слезой горячей.

Здесь в глубине трепещет в лад со мною:

«Я здесь, я здесь всегда, всегда с тобою!»

И в песнях ли хочу избыть я муку,

Иль кто-нибудь сожмёт мне нежно руку,

Иль задушевный разговор ведётся,

Иль губ моих губами кто коснётся —

Струна звенит, как эхо надо мною:

«Я здесь, я здесь всегда, всегда с тобою!»

(«Уста твердят». Перевод А. Островского.)

Friday, February 25, 2022

 დრო დადგა ისეთი აშარი,

გრძნობებმა ქორივით იწივლა,
მეგონა ვიყავი თამარი,
მაგ გულის ჯადო და თილისმა.
მეგონა, არ დამივიწყებდი,
ვინც როგორ არ უნდა გყვარეობდეს,
მეგონა არ უსმენ სხვის ჭიკჭიკს,
სხვათა ჭახჭახსა და გალობებს.
იძახი შორიდან გყვარობო,
გული მოუთმენლად გელისო,
მე კი სიზმრშიც ვერ მოველ,
შენ ნახვა არ მეღირსა.
დამადნო დარდმა და სიშორემ,
კლდე გავხდი, ნატანჯი, ნაშალი,
შენ ამბობ (თავიდან მიშორებ),
- ამის დრო ნეტავი სად არი?!
დრო დადგა ისეთი აშარი,
გრძნობებმა ქორივით იწივლა,
ერთხელ მაინცა თქვი: ,,მიყვარხარ",
შენი ხომ არა მიდის რა...

 მე შენი ყაყაჩო ვიყავ,

ცეცხლად რომ ამაბრიალე,

მთანი მთას მიჯრით მისწყვია,

ღიმილი მაინც მიწყალე.

ისე ვიწვი და ვბიბინებ,

როგორაც მზეი  კლდის თავზე,

ვაჟო, ხვალ ისევ ამოვალ,

დაგკოცნი ყველას ჯინაზე.


Thursday, February 24, 2022

ვაჟო, ლექსებში გაგიცან,

როგორც ბულბული გალობდი,
მე ვიყავ შენი მუზა და
ვარდებზე ვნიავქარობდი.

ჩავსახლდი, ჩაგეფინე კეთილ გულში,
იქიდან გამოსვლას არც ვაპირებ,
მზის სხივი მოგიქციე თითქოს მუჭში,
ზღვათა  მოგელიან ნაპირებზე.
მაგრამ ჩემგანაც ხომ ვერსად წახვალ,
უნდა გაკოცო და გეთამაშო,
ჩემი უნდა გახდე, თუნდაც ხვალე,
გული შენი უნდა მიფეშქაშო.
მკლავებს ისე მოგხვევ, ჩაგეკრობი,
უჩემოდ სიცოცხლეც გაგიჭირდეს,
ჟამი დაგდგომოდეს ჩემით თრობის,
ჩემი სიყვარული მინდა გჭირდეს.

ჩაგესახლ, ჩაგეფინე კეთილ გულში,
იქიდან გამოსვლას არც ვაპირობ,
მზის სხივი მოგიქციე მარცვალ მუჭში,
უშენოდ დავტოვ ზღვათ სანაპირო.
ვიცი, რომ ჩემგან კი ვერსით წახვალ,
უნდა გაკოცო და გეთამაშო,
ჩემ ხომ უნდა გახდე დღეს თუ არ ხვალ,
გულ შენი სამოთხედ მიფეშქაშო.
მკლავებს ისე მოგხვევ, ჩაგეკრობი,
უჩემოვ სიცოცხლეც გაგიჭირდეს,
ჟამი დაგდგომოდეს ჩემით თრობის,
ჩემი სიყვარული მინდა გჭირდეს.





 სხვადასხვა ალაგსა ვიყავთ, 

შენ მთას და მე კი ბარსაო,

ჩვენი შეხვედრა ღმრთისაგან

არა და არ გადაწყდაო.

წლები მუჭებად მივითვალ,

შენიც ბევრია, კმარაო,

მზისა თუ მთვარის ნათელმა

შენი თავ დამანახაო.

შემოგხედე და შავივსე,

ვით დღე შეავსებს ღამესა,

შენი ლამაზი თვალები

ვარსკვლავთ ჰგავ მოკიაფესა.

გვიანი არის, მთის წვერზე 

ჩამობნელ-ჩამომაღამდა,

ტრფიალი შენი მაინცა

მომედო გულზე ალადა,

შენ შენი დაგდევ ფიქრები,

იქნებ არც გიღირ ჩალადა,

მე შენი შუქი, ციალი,

ალბათ გამყვება მარადა.







შაირ – კაფიობა (ელგუჯა ციგროშვილი, ეკა ჯავახიშვილი, ნინო სპანდერაშვილი, დარეჯან ჯელაძე, გიგლა ჭინჭარაული, გელა ციგროშვილი, თამრიკო მგელაძე, ბესიკ ზაალიშვილი-გურჯია, ნათელა ცოგროშვილი, ნელი აფციაური)

 

 

 

შაირ – კაფიობა (ელგუჯა ციგროშვილი, ეკა ჯავახიშვილი, ნინო სპანდერაშვილი, დარეჯან ჯელაძე, გიგლა ჭინჭარაული, გელა ციგროშვილი, თამრიკო მგელაძე, ბესიკ ზაალიშვილი-გურჯია, ნათელა ცოგროშვილი, ნელი აფციაური)

 

ციკლიდან: „ჩემი საათი ცოტა წინ არი!“

სალაღობო

 

ჩემს თვალში ყველა ქალი ლამაზობთ,

გაქვთ ტკბილი ბაგე, თვალები მწველი...

ვინმემ რომ ვაშლი შემომთავაზოთ,~

ჩემი ცდუნება არ არის ძნელი!

 

ელგუჯა ციგროშვილი

ქ.თესალონიკი, 02.08.2017 წელი

***********************************************

კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!

 

არც ვის ცდუნება არაა ძნელი,

თან თუ ვაშლია ძალიან ტკბილი,

საკითხავია ერთი რამ მარტო,

თუ შეგრჩა ნეტა სავაშლე კბილი?

 

ეკა ჯავახიშვილი

**************************************************

კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!

 

ლოყაწითელა ვაშლისთვის,

კბილები გაიპრიალე,

თუ კი ვერ შევძლებ ცდუნებას,

ვაშლი ხომ გავაპიარე

 

ნინო სპანდერაშვილი

****************************************************

კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!

 

კაცის ცდუნებას რად უნდა ვაშლი,

ქალი ისეც ხომ კაცის ხვედრია,

ვაშლს ბევრა არ ჭამს, მაგრამ უარი?

ქალზე რომ ეთქვათ, არ შემხვედრია.

 

დარეჯან ჯელაძე

****************************************************

კაფიის პასუხად ეკას:

(ფშაურ კილოზე)

 

1.უფალო, ეხლა შენ შემეწიე,

გროვდება ცოდვა, – ახალი, ძველი...

მოდი, შენ შენი ვაშლით მეწვიე,

კბილის მოსინჯვა არაა ძნელი!

2.კაფიამ გული გამიხალისა,

გამომისწორდა უცებ გუნება,

კბილებიც ისე მოლესილი მაქვს,

ბევრ „ვაშლს“ მოუწევს ჩახრამუნება.

 

ელგუჯა ციგროშვილი

ქ. თესალონიკი, 8 მარტი, 2018 წელი

******************************************************

კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!

 

შენ თვალს ვერ ამოირიდებ,

არა გაქვს მაგის მიზანი,

მეშვიდე მცნება დაიცავ,

ხარ უცხო ქვეყნის ხიზანი,

რასაც ჩემ ბაღი დაისხამს,

მთელ ვაშლს მანდ გამაგიგზავნი.

 

გიგლა ჭინჭარაული

********************************************************

კაფიის პასუხად გიგლა ჭიჭარაულს!

 

ვაშლი კარგია, გორული,

რა უჭირს, იყოს კახური,

თუ ვირტუალურ სივრცეში

არაა გამოსახული.

ვერც ჯეჯელავას ვაშლები

გახდება გუჯას მიზანი.

რეალურ ქალთა ცდუნებას

ელის ელინთა ხიზანი.

 

ნინო სპანდერაშვილი

*********************************************************

კაფიის პასუხად ნინოს!

(ფშაურ კილოზე)

 

1.ვაშლის პიარიც საქმეა,

ბდღვრიალებს როგორც ყაყაჩო,

ეგ ნაღდად სამოთხურია,

კინაღამ ნერწყვმა დამახრჩო.

2.ადამი პირველი ცდუნდა,

ყველა კაცი ვართ შემდეგი...

თქვენ მაინც თქვენი ეცადეთ,

ცდას მუდამა აქვს შედეგი!

 

ელგუჯა ციგროშვილი.

ქ. თესალონიკი, 8 მარტი, 2018 წელი

*********************************************************

კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!

 

ცდა ბედის მონახევრეა,

ყველა თავის ბედს თავად ქმნის,

გასავლელი გზის ნახევარს,

ვშიშობ, შედეგი გარდაქმნის.

 

ნინო სპანდერაშვილი

**********************************************************

კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!

 

ჩვენ ლექსი წამოვაფიფქეთ,

უცებ გვესროლე გუნდები

შენ რომ ვაშლ ჩაახრამუნებ,

სიცილით გავიგუდები.

ემანდ რომ მიწვევ დიდგულზე,

გაგიწყდა ძარღვი რიდისო.

ვაშლის მჭამელი ვაშლს კი არ

ეძახის, თვითონ მიდისო.

მაგ ,,ალესილი" კბილებით

ვერც შემექცევი ნახევარს,

სხვა უფრო მწიფე მონახე,

შენთვის ძალიან მკვახე ვარ.

არ მოგჭრა კბილი და ეგაც

არ გამიხადო სადარდი,

ნაყოფს შორიდან უყურე

და ვაშლის წვენზე გადადი.

 

ეკა ჯავახიშვილი

***************************************************************

კაფიის პასუხად ეკას!

(ფშაურ კილოზე)

 

1.შენი „სიმკვახე“, თავადო,

შენ კაფიასაც ეტყობა,

„სამოთხურ ცდუნება“ მსურდა,

ხელი იქაც არ მეწყობა.

2.მე „მკვახე“ ვაშლის შაჭმისა

არც შიში მაქვ და არც რიდი,

ადრეც მიჭამავ, გემოსთვი

ბლომად მარილსაც ვაყრიდი.

3.ეხლაც საკმაოდ შევიგრძენ,

„სიტკბო“ შენ მწარე ენისა,

ვფიქრობ, მომიწევს გასინჯვა,

მაგ „მკვახე ვაშლის“ წვენისა.

4.„შე მკვახევ“, ჭკვიანად იყავ,

არ დაგაყარო მარილი,

თორო ვერც ახლოურ გიშველს

და ვერც იმის „მზის არილი“.

5.მგელაძეც მეცა მგელივით,

მაგას კბენას რას დაუშლი...

ნერვებ საერთოდ არა აქვ

და მე საიდან აუშლი?

 

ელგუჯა ციგროშვილი

***********************************************************

კაფიის პასუხად გიგლა ჭინჭარაულს!

(ფშაურ კილოზე)

 

1.ეკამ რო კბილებ მილექსა,

განა ჭორი და ცრუ არი,

არ გავიჩერე პირშია, –

კბილებ თქვენ მოსატყუარი;

2.ერთ ბაღ ვაშლს სულ მე მთავაზობ,

როგორ შაგკადრო უარი,

დიდ მადლობელიც დაგრჩები, –

შენ ბაღ ს ა მ ო თ ხ ე თუ არი;

3.თუ არა, ჩემიც ბევრი მაქვ

აზრები გაუფუარი...

უბრალო ვაშლებ, ჩემ მურგვალთ,

თავზე საყრელად სუ არი!

 

ელგუჯა ციგროშვილი

*******************************************************************

კაფიის პასუხად ნინოს!

(ფშაურ კილოზე)

 

1.ნინოს ენაცვლოს ძმობილი,

პასუხ მოგართვი გვიანი...

მე რომ ვიღაცა ვაცდუნო,

არა ვარ ეგრე ჭკვიანი;

2.სულ ვცდილობ, ჩემი მიზეზით,

არავინ ნახოს ზიანი,

მე სამოთხის ვაშლ რომც მამცენ, –

ნაღდად იქნება ჭიანი!

 

ელგუჯა ციგროშვილი

***********************************************************************

კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!

 

რას ატეხილხარ, შე კაცო,

რაღა დროს შენი ვაშლია,

გაბედულად რომ გაკოცონ,

სულ ნაწილებად დაგშლიან.

ემანდ ჭკვიანად იყავი,

ჭამე ფაფა და პავიდლო,

მარილს ვაშლს როცა აყრიდი

წავიდა უკვე მაგი დრო.

 

ეკა ჯავახიშვილი

*************************************************************************

კაფიის პასუხად ეკას!

(ფშაურ კილოზე)

 

1.მავნე ენა გაქვთ ქალებსა,

შენც იმათს მისდევ ჩვევასა,

ვატყობ ცოტაღა უკლია,

ქალავ შენ გადარევასა;

2.არც გულს ვუჩივი ლამაზო,

არც მაღალ – დაბალ წნევასა,

„შამცდარ“ ადამთან ბალღი ვარ,

თუ გინდა ჰკითხე ევასა.

3.ჩემ ასაკს ტყუილადა ჰკბენ,

ენას იჩლექ და სტიტინობ...

ხანდახან პასპორტს ჩაჰხედე,

აღუუუ, ნეკზე არ მიკბინო!

 

ელგუჯა ციგროშვილი

ქ. თესალონიკი, 9 მარტი, 2018 წელი

**********************************************************************

კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!

 

კბილებ ნუ ამალესინებ,

საკბენი შენც გაქ ბლომადა,

თუმცა კი გაღიარებენ

,,ფრენდები", ლექსის ლომადა,

ბარელ მაინც ვერ მაჯობებ

გიწვევ ახლა მე ,,ომადა",

ვაშლის კი არა, მთლად ხილის

დაგაკარგინო რო მადა.

 

ეკა ჯავახიშვილი

*************************************************************************

კაფიის გაგრძელება, გუჯას!

 

ციბრუტივითა სტრიალებ,

შენ მარტო, ეგენ ბევრები...

რა ხდება, სუყველამ ერთად,

რად აიშალა ნერვები?!

თუმც ადამევას მიზეზობთ,

მანდ სხვა რამ არი მთავარი,

,,გამოტყდით", აბა, – რა ხდება?!

ცეცხლი უკვამლოდ არ არი...

ხან მეშვიდე ცას უწიე,

ხან ზღვის პირამდე ეშვები...

გვიანღა ვხვდები, თბილისში,

რად დაილესე ეშვები?!

 

გელა ციგროშვილი

************************************************************************

კაფიის გაგრძელება, გელა ციგროშვილს!

 

აქამდე ჭამდა გორისას,

საღი იყო თუ ჭიანი,

მადა ჭამაში მოვიდა,

სხვას რას იტყოდა ჭკვიანი?!

მაინცა ვჭამო, ბარემო,

რაღა გორისო, სამოთხის,

ეგ ისე ჩიჩქნის ვაშლს თუ არ

გველს ვიცი, ნაღდად ამოთხრის.

 

ეკა ჯავახიშვილი

*****************************************************************************

კაფიის გაგრძელება, ელგუჯა ციგროშვილს!

 

რა ძალა გედგა, გუჯაო,

რად გაგვიშალე მუჭაო,

ჩუმად გეჭამა ეგ ვაშლი,

გორისა, თმახუჭუჭაო,

კომენტარების შამხედვარ,

თვალებს ვეღარა ხუჭავო.

 

თამრიკო მგელაძე

_________________________

კაფიის გაგრძელება, ეკას!

 

მარჯვედ ჩასაფრდი ეკაო.

დედა არ ტირის ფრთხილისა..

მე ის აზრ გამოვიტანე

დამკვეთი შენ ხარ ხილისა.

ფშაველი ყველგან ფშაველობს,

ბარში, მთასა და ველზედა...

მაგ გველის შხამი ვერ გასჭრის,

ჭეშმარიტ არაგველზედა...

რა კი ხალისით შეგხვდათ და

აჰყვა თქენ გამოწვევასა.

ასიც რომ გყავდეთ ადამი,

ცხვირწინ აგაცლით ევასა...

 

გელა ციგროშვილი

——————————————————

კაფიის გაგრძელება ეკას!

 

 

მანამდე გუჯა არა ჩანს,

მისი ვიქნები ვექილი..

თუნდ ბროწეული მიირთვას,

ეგეც ხო არი ხეხილი..

გზა სამოთხისკენ მძიმეა,

ციცაბო-კლაკნილ-ტეხილი..

თავისას ვმალავთ, სხვისა სჯობ,

ცოდვები გამოტეხილი..

ეკავ, ეკო ხარ თუ ევა,

ბაღისკენ მოდის კვალია.

თამროც მხარს გიჭერს, დობილი

ან რა აქვ დასამალია

შენს ადამზედაც იფიქრე,

კარგად შაავლე თვალია..

,,ექვსი არ ქონდეს თითი და

კისერზე დიდი ხალია''...

 

გელა ციგროშვილი

*********************************************************************************

კაფიის პასუხად გელას!

 

გელა მაგ აზრებს შეეშვი

ეშმაკურებს და მაცდურებს,

ოღონდ ,,სამოთხე" ეწეროს,

გუჯას ატამიც აცდუნებს.

ე გველიც ისე მაშინებს,

ხსენებაზეც მჭირს ,,აშლები",

შანსი არაა მაგისთვის,

რომ დამეკვეთა ვაშლები.

საეჭვოდა დუმს, არ მამწონს

პასუხს არ გვიწერს მალითა,

ეტყობა უკვე ბაღშია,

შესაქცევს სწონის თვალითა.

ერთით რას დაყაბულდება,

ჭამა მოუწევს სამ-ოთხის,

გაძღეს, იქნება კარები

აღარ გაუღონ სამოთხის.

ეკა ჯავახიშვილი

 

ბესიკ ზაალიშვილი-გურჯია ეკა ჯავახიშვილს!

 

ეკოს შაირიც უხდება,

ტუჩზე წითელი პომადაც,

ვიდრე, გული არ შაუწუხდება,

თათხოს კაცების მოდგმა და,

განაღა გამიკვირდება

სხვის მერე, მე თუ მომადგა...

 

ავტ. ბესიკ ზაალიშვილი-გურჯია

  -------------------------------------------------------

 

დაგვიანებული კაფია გელას და ეკას!

(ფშაურ კილოზე)

 

1.„სამოთხის პარადი მიჰყავს“

ჯავახიაანთ ეკოსა...

აპირებს ადამის დარად

ელგუჯაც გამორეკოსა.

2.ის არ სჭამს, ეს მიზეზს ეძებს,

ლამის ჯოხიცა რეკოსა,

ნეტაი ძველი ცოდვები

მაინც არ ამოქექოსა.

3.გუჯა მარტოკა არ არი,

გელაი ჰყავის ვექილი,

თუმცა „სამოთხის თემებში“,

არ არის გამოქექილი.

4.აქ „გურჯის“ კაფიაც ვნახე,

ვერც იმას უშველს სიგურჯე...

ილოცოს, იმის სახესაც

რომ არ დაეტყოს სილურჯე.

5.ღმერთმა არა ქნას, რომ ეკამ

მოთმენის ძაფი გაწყვიტოს

და ბესოც ჭრელი კნუტივით

კედელზე შამააწყვიტოს.

6.მაგას ეგენი არ უჭირს,

ბებოც ხომ „პოლზე“ გაშალა“...

რა ექნა, იმ კუდიანმა

გოგო ნერვებზე აშალა.

7.ბებომაც ჭკუა ისწავლა,

წელსაც კარგა ხანს ითრევდა...

და ზავის ნიშნად მას მერე,

სულ თეთრ ცხვირსახოცს იქნევდა.

 

ელგუჯა ციგროშვილი

11.03.2018 წელი

 

 

გუჯას ნათელა ციგროშვილისგან:

 

სიყვარულს „ევა“ დავარქვათ,

ვინ რას გაიგებს, ნეტარა,

თუ ვაშლს ვერ შეჭამ, ძამიკო,

არ დაიქცევა ქვეყანა.

 

ავტ. ნათელა ციგროშვილი

 

  -------------------------------------------------------

 

კაფიის პასუხად ნათელას:

(ფშაურ კილოზე.)

 

ეს ჩემი ძმისწული ნახეთ,

ამასაც მუზა აშლია...

რად არ დასდგები ნათელავ,

რაღა დროს შენი ვაშლია?!

 

ელგუჯა ციგროშვილი.

ქ. თესალონიკი

-------------------------------------------

ნათელა ციგროშვილისგან ელგუჯას!

 

შენ გეხმარები, ელგუჯავ,

არ შეგაცდინოს „ევამა“,

იქნება დარჩენა გიჯობს,

რად არ ჩუმდები ნეტავა?!

იქნება ვაშლ ვერ ჩაკბიჩოს,

„მიქსერის“ ძებნა დავიწყე,

სასწრაფოდ გამამისტუმრე,

მეც ხვეწნას აღარ დაგიწყებ.

 

ნათელა ციგროშვილი

--------------------------------------

 

ნელი აფციაური ელგუჯა ციგროშვილს!

 

ღმერთმა აცხონოს ვახუშტი.

გაგიპიარათ კაფია.

მამა-პაპათგან გენებში

ჩაბუდებული მაქცია.

საზღვრებიც ვეღარას გაკლებთ

ნიჭიერებ ხართ ფშავლები.

ისედაც ენა გრძელებსა,

სულ დაგიგრძელათ ენები.

 

ავტ. ნელი აფციაური

 

    -----------------------------------------

 

ელგუჯა ციგროშვილი ნელი აფციაურს!

კაფიის პასუხად

 

( ,, ხევსურო, ხმალი გალაღებს,

ფშაველო  — ენა გძელიო"...)

ვახუშტი რა შუაშია,

მოლექსისა გვაქვ გენები,

ძველ ხალხურ ლექსიც ამოწმებს,

ფშავლებს გძელი აქვ ენები...

მოკლეთი ვის შავასმინოთ,

სიტყვა გძლად მოსახსენები?

 

ელგუჯა ციგროშვილი.

ქ. თესალონიკი,  7. 03. 2021 წელი

  ———————————————————

 

ზურაბ პაპიაშვილი გუჯას!

 

 

გუჯავ! თავნება ფშაველო,

მარჯვედ "გისვრია" კაფია,

ევათა გულში უღრანნი,

ენის ხმლით გაგიკაფია.

არც მათ დაგაკლეს სათქმელი,

უმალვე სცადეს ცთუნება,

მოგემატება საქმნელი,

შენიც იქნება, თუ ნება...

არ მოგერიდოს, ძმები ვართ,

თუ კი დაგჭირდეს მაშველი,

ერთ-ორ ვაშლს მეც კბილს გავკრავდი,

თუ მიწილადებ... მაშ, ველი!

 ————————————

 

ეკა ჯავახიშვილი გუჯას და ზურაბ პაპიაშვილს!

 

ბაღს ცალი თვალი შევავლე

ვაშლი ვერ ვნახე მთელიო

მიეშვნენ თავის ნებაზე

ჰერეთელ-არაგველიო,

დაურბევიათ სამოთხე,

ტყე გეგონება ველიო.

ე, რა მივქარე, ცახცახებს

შიშით სოროში გველიო.

 

ეკა ჯავახიშვილი

 

 ------------------------------------------------

 

ზურაბ პაპიაშვილი ელგუჯა ციგროშვილს!

 

ვხედავ განახლდა "სეზონი"

გუჯავ, პირბადეაკრულო!

დაურბევია ეზონი

"ევას", მისგან "კბილგაკრულო".

ჩანს ბევრის ნატვრა ახდება,

ოცნებით იწვის, მარტივით...

სამოთხის ბაღში რა ხდება:

ვაშლიც უბერავს მარტივით.

 

    ---------------------------------------

 

ელგუჯა ციგროშვილი ზურაბ პაპიაშვილს!

 

კაფიის პასუხად

ზურაბ პაპიაშვილს !

(ფშაურ კილოზე)

1. ,, აი, ზურაბიც მოვიდა",

( ფრაზას ვისესხებ კინოდან...)

ქართულ კულტურის დესპანი, —

ძირძველი საინგილოდან.

2. მოგვიხველ ,,პიროფლიანი“,

ნაბრძოლი ,,მუზის ნაჟურში"...

ნეტავი რა დაგიწუნეს,

რად ვერ მოუხველ,,აჟურში?“

3. თან წაუშლიხარ ჯგუფიდან,

უბრად, უმთვარო ღამეში,

ალბათ, ფეხი თუ ჩაუდგი,

,,ნაჟურის" სიკამკამეში.

4. სამოთხის ამბებს ჰკითხულობ,

ორმაგ პირბადეაკრულო,

გველს მაინც ვერ გააბრიყვებ, –

თუნდა უმღერო ,,ჩაკრულო!"

5. მაგ პირბადისაც არა სწამს,

სიბრძნე აქვს, გველი — გველია...

იცის, რომ წამსვე მოიძრობ,

ხილს თუ მიგიწვდა ხელია.

6. არც იოცნებო, შიგ შესვლა,

ფიქრით არ იღრძო ტვინია,

ვაშლი ჯერ ეხლა აყვავდა,

მთელ ბაღშიც ,,კარანტინია!"

7. შოვნა არ გაგიჭირდება,

ჯერ კარგად გიჭრის ეგ ენა,

ბაზარ — მარკეტში მოგიწევს,

საკბილო ვაშლის შეძენა.

 

ელგუჯა ციგროშვილი

ქ. თესალონიკი, 12. 03. 2021 წელი

      ---------------------------------------

 

კაფიის პასუხად. ელგუჯა ციგროშვილს!

(არც მთლად ფშავურ კილოზე)

 

გამკვირვებია ფშაველო,

მოქნევა აგრე ენისა,

სად ვიყავ, რა გავიოფლე,

ამის თქმა რაში გშვენისა?

ჩემი წამშლელი, ძმობილო,

დედისგან ჯერ არ შობილა,

თუ კაცი ზურგში მახვილს მცემს,

დიაცს ეკედლოს დობილად!

მე დანდობილად გეახელ,

გულღიად გტყორცნე კაფია,

რაღაც "ფარცაგი" შეგატყვე,

ხმა დამახვედრე ხაფია...

არ გაკადრებდი, თავად თქვი,

პირბადე მაქვსო აკრული,

ნიშნისმოგებას ემსგავსა

შენი, ირიბად გაკრული.

ტყუილად მსახავ, მე არ ვარ

გამბრიყვებელი გველისა,

რა იცი, ეგებ თავად სურს,

მნატრობს და იქეთ მელისა?

ნუ სწუხხარ, ან რად გაღელვებს,

შენ ასე ბედი გველისა?

ეშმაკობითა მელისა,

თავად წყვეტს, ვის რა გველისა...

ჩემი ოცნების მე ვიცი,

ამ ტვინს ნუ დარდობ შენაო,

იფრთხილე, ენამზეობით

ემანდ არ იღრძო ენაო.

მირჩიე სხვაგან მეძია,

„ბაზარ — მარკეტიც" მანიშნე,

თითქოს არათითს გიმშვენებს

ევას ბეჭედი, სანიშნე...

ბაღს ისე გადაეფარე,

სამოთხე შენი გგონია,

ვაშლი მისია, ვინც მოწყვეტს,

ნუთუ არ გაგიგონია?

 

ავტ. ზურაბ პაპიაშვილი

 --------------------------------------

 

ნელი აფციაური ელგუჯა ციგროშვილს!

 

ღმერთმა აცხონოს ვახუშტი.

გაგიპიარათ კაფია.

მამა-პაპათგან გენებში

ჩაბუდებული მაქცია.

საზღვრებიც ვეღარას გაკლებთ

ნიჭიერებ ხართ ფშავლები.

ისედაც ენა გრძელებსა,

სულ დაგიგრძელათ ენები.

 

ავტ. ნელი აფციაური

 

    -----------------------------------------

 

ელგუჯა ციგროშვილი ნელი აფციაურს!

კაფიის პასუხად

 

( ,, ხევსურო, ხმალი გალაღებს,

ფშაველო  — ენა გძელიო"...)

ვახუშტი რა შუაშია,

მოლექსისა გვაქვ გენები,

ძველ ხალხურ ლექსიც ამოწმებს,

ფშავლებს გძელი აქვ ენები...

მოკლეთი ვის შავასმინოთ,

სიტყვა გძლად მოსახსენები?

 

ელგუჯა ციგროშვილი.

ქ. თესალონიკი,  7. 03. 2021 წელი

  ———————————————————

 

ეკა ჯავახიშვილი გუჯას!

 

რა ხდება გუჯა შენ ბაღში,

ვერ მოგიკითხე რა ხანი,

ძველ ,,ვაშლებ" ახრამუნებ თუ

სხვები ,,დაისხა' ახალი?

აქ ჩიტებ მოაქვთ ამბები

ამრევ დამრევი ტვინშია,

გუჯა წელს დარჩა უვაშლოდ,

გველი ზის კარანტინშია.

 

ავტ. ეკა ჯავახიშვილი

_________________________

 

კაფიის პასუხად

ეკო ჯავახიშვილს!

( ფშაურ კილოზე .)

 

1. სადა ხარ, თავადის ქალო,

ბედისას ვიწყებ გმობასა,

არც მწერ, არც მეხმიანები,

რად მაჩვევ უშენობასა?!

2. ,,ჩიტებს ამბები მოაქვსო"...

რად რა რა მიბნევ ტვინსაო,

სამოთხის ბაღში რა უნდა —

მიწიერ ,,კარანტინსაო?! "

3. არავინა ჩანს, დაიხსნას

მსოფლიო, გასაჭირიდან...

ნეტაი რა მევაშლება, —

ნიღაბს ვერ ვიხსნი პირიდან.

4. ბევრში შემძვრალა სატანა, —

ვირუსს, ვირუსზე აჩენენ...

ღმერთი თუ არ ჩაერია,

კოცნასაც გადაგვაჩვევენ!

5. იმედს არავინ იძლევა,

წამოაგდებენ როს ენას, —

გველის მოსმენა სჯობია,

ტელევიზორის მოსმენას .

6. ,,ორმაგ ნიღაბი იხმარე!" —

დიქტორ მაძალებს ამასა...

გ ვ ე ლ ი სულ ვაშლებს გვირჩევდა,

თან გვაძალებდა ჭ ა მ ა ს ა!!!

7. თუ  ,,გ ვ ე ლ ი " ,,კარანტინშია", —

მეორედ მოსვლას მაგონებს...

ცეცხლგამძლე ,,მასკა" სჭირდებათ,

შენფერ, — ,,პირცეცხლა" დ რ ა კ ო ნ ე ბ ს!"

 

ელგუჯა ციგროშვილი

ქ. თესალონიკი,  12. 03. 2021წელი

 -------------------------------------------