Wednesday, February 23, 2022

მივდევდი ქუჩებს და ერთი წამით,

ვიგრძენი, ქუჩამ თვითონვე შემსვა,
როგორც არაყი, პორცია დილის,
ქმარს რომ აწოდებს დილიდან ესმა.
მწუხარე სახით რომ უმზერს დილას,
რადგან იმედი აღარ აქვს ხვალის,
და იმის ლოთ ქმარს, ძველუბნელ ილას,
მე თვითონ ვექეც ყლუპებად არყის.

No comments:

Post a Comment