შენ, ჩემო ღამევ, დამიამე სულის ტკივილი,
მეწვიე ერთხელ, ფაფუკ საბნად გადამეფარე,
შენც კარგად იცი, გაგიგია სხვების ტირილი,
როცა ზამთარი გადაჭიმავს ცივ არეალებს.
ძარღვებში ყინვად გადაგივლის მისი საცეცი,
მოჭიმავს კუნთებს, დაასუსტებს ნაჩქარევ პულსსაც
და ჩემო ღამევ, გამათბე და ტანთ დამიარე,
რომ გაზაფხული დაეუფლოს გაყინულ გულსაც.
No comments:
Post a Comment