Thursday, February 10, 2022

სურვილი მაქვს

 ისე ბრჭყვინავს, ისე ბზინავს თოვლი მზეზე,

სურვილი მაქვს, მეც სხივებში ჩავესახლო,

უცნობ ქვეყნად შევხვდე ჯუჯებს, ლამაზ ელფებს,

ჩემს ბავშობას მივუჩოჩდე სულ მთლად ახლოს.

ფერიებს და უფლისწულებს ახლაც ვნატრობ,

მერე რა რომ უკვე დიდი ქალი მქვია,

ჯადოსნური ჯოხის ძალა გამოვცადო,

ზღაპრის გუდაც განა ტყუილად მაბარია?!


No comments:

Post a Comment