მე არასოდეს არ ვთენდები
და არ ვღამდები,
დილა ვარ რადგან,
ვარდისფერი მმოსავს აისი.
მე შენთან მოვალ , როგორც აისი,
შემოგევლები ვარდისფერ ნისლად
და აგიყვავებ სულში ყვავილებს,
კვლავ ავფეთქდები ატმისფერ კვირტად.
როს გაზაფხულის წამოვა წვიმა,
როს აყვავდება თეთრად ტყემლები,
მე შენში როგორც დილა დავრჩები,
ალბათ არასდროს განათენები.
მე არასოდეს არ ვთენდები
და არ ვღამდები,
დილა ვარ რადგან,
ვარდისფერი მმოსავს აისი.
No comments:
Post a Comment