Wednesday, February 9, 2022

კაფიობა, სურათის ექსპრომტად, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი, მაია დიაკონიძე,

 სურათის ექსპრომტად

მაიას .
გსტუმრებია მუზა ყველა ,
ლექსისთვის გაქვს
,, თეთრი ხნული "...
თოვლში დახვალ თავშიშველა , ~
ოთახში ხარ ჩაფუთნული !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
7 . 02 . 2022 წელი .

პასუხად გუჯას!

კი ვიყავი ჩაფუთნული,
შორ-შორ გზაზე წასასვლელად,
ეზოში რომ გავიარო,
კი დავდივარ თავშიშველა.,
თუ რაღაც არ მოგეწონა,
შენ ჩამოდი ჩემს საშველად.
მაია დიაკონიძე

    • კომენტარის პასუხად მაიკოს .
      ( ფშაურ კილოზე .)
      1 . მზის შუქში არ შეგეშალოს
      გარშემო რომ თოვლი ბრწყინავს ,
      თავზე ქუდი დაიხურე , თორემ ყურებს მოგიყინავს .
      2 . ვინც უფრთხის და ერიდება ,
      გადაპენტილ მთების სურებს ,
      ჩემსავით და მერცხალივით , ~
      თბილ ქვეყანას მიაშურებს .
      ელგუჯა ციგროშვილი.
      ქ . თესალონიკი .
      7 . 02 . 2022 წელი 


No comments:

Post a Comment