პურის ყანა ხარ, ოქროს თავთავი,
მე შენი მზე ვარ, გკოცნი და გათბობ,
ისე მიყვარხარ, როგორც არავინ,
და ახლა მივხვდი, ძვირფასო, რატომ....
ნაპერწკლებს ისვრი სხივთა, ციმციმებ,
შენ ასაზრდოებ გულებსაც კაცის,
როგორც შენი მწე, ისე მიმიღე,
ხორცი ხარ უფლის და ზეცის - ზარი.
ვინ გაძლოს, აბა, შენდა გარეშე,
შენი შრიალი მუდამდღე მესმის
და შენი სუნთქვის ვარ მე ზიარი,
ნურც მომეშალოს წყალობა ღმერთის.
No comments:
Post a Comment