ოქროს ყანებს გადუარა ბალახმა,
დასეირნობს მთვარე ცაში მოღალული,
ოცნებებიც, სურვილებიც არ ახდა.
გული მაინც შენ დაგეძებს სიზმარშიაც,
ფიქრშიც, ცხადშიც, შენა ჰყავხარ ფაქიზი,
რად გინდოდა, რად მოავლე ცას არშია,
თუ ვერ დათმე ვენა, რომი, პარიზი.
მე გელათის კედლებს ვკოცნი გატაცებით,
შენ კი ზვირთებს ერკინები ატლანტის,
და მე გეტყვი, ჩემო, ცოტა გაბრაზებით,
დიდ სიყვარულს უნდა დიდი ტალანტი.
No comments:
Post a Comment