იქნებ მოგწყინდა ჩემი ალერსი
და სიყვარულმაც გადაგიარა,
ვაი, თუ მეწვია უკვე არესი
და უბრძოლველად ძირს ჩამიტანა.
თმები ამოვა გრძელ ლიანებად,
ხელი მოგაწვდის იებს და ვარდებს,
და მაინც გაგხვევ ტრფობის ბადეში,
ვერ დაუწესებ სიყვარულს ვადებს.
No comments:
Post a Comment