სალაღობო-სახუმაო
შემომითბილდი, გულზე ღველფად შემომეხურე
და მზის სხივების მოსასხამში ნაზად გამხვიე,
მე შენთან ერთად გამოვივლი ცათა ბილიკებს,
ვიცი მიშველი, გადამარჩენ დაჭრილ აქილევსს.
თუკი ყოფილა ეს ცხოვრება, - არავის ენდო,
თუ ქვეყნად მხოლოდ გრიგალია და ქარბორია,
შენამდე მოსვლის ვთვლი მრუდების ტრაექტორიას,
რომ ვერ ვპოულობ და არ ვიცი, ის ვექტორია.
მაია დიაკონიძე
9.02.2022წელი
No comments:
Post a Comment