ნუთუ ეს არის ხვედრი ამ გრძნობის
ნეტავ, ვინ საზღვრავს სიყვარულის ვადებს და ზომას,
როგორ გვიყვარდეს, რანაირად, ანდა რა ძალით,
ვინ შემოარტყამს მიჯნურის გულს აჟურულ ქობას,
რათა იფრინოს ლურჯ ღრუბლებში პეპელასავით.
ხანდახან სტყდება თეთრ გაზაფხულს მყიფე ტოტები
და უცნაურად გვტკივა გული და იბზარება,
მივყავართ ქარებს და ქარიშხლებს გზააოტებით,
მაგრამ მაინც ჟღერს სიყვარული სადღაც ზარებად.
ვიღაცისთვის ვართ დედოფლები, პრიცნი, მეფენი,
და გვერდს ვუმშვენებთ ოცნებებში მიჯნურს სასთუმალს,
ხან კი სიზმრებში ტბას გავცურათ, როგორც გედები
და სიყვარულის ნაზ სიმღერას სევდით ხმას ვუბამთ.
ხან კი ერთად ვართ, ბობოქრობენ ნაზი ვნებანი,
საწყაულს მუდამ აუვსებელს მაშინ ავივსებთ
და თუ სიყვარულს მუხლს უდრეკენ თვითონ მეფენიც,
მაშინ ტრფიალის ოინები რატომ გვანცვიფრებს?!
No comments:
Post a Comment