რატომ მიყვარდი, რატომ მიყვარხარ,
არ ვიცი, იქნებ ვერასდროს გნახო,
იქნებ ვერც მიცნო, როცა შეგხვდები
და ჩამიარო უბრად სულ ახლოს.
მაგრამ თვალები ახლაც გხედავენ,
შენი გულისთქმა და პულსიც მესმის,
იქნებ სულეთით გამოვიპარე,
ჩემი არსება მომეძღვნა შენთვის.
გადაჭდობილი ხე ვართ ჩვენ ორნი,
იქნებ ხმამაღლა ვფიქრობ და ვამბობ,
ერთი გვაქვს ძირი, ერთი გვაქვს ფესვი,
მერე ცხოვრებამ გვიმტრო და გაგვყო.
და არასოდეს არა ხარ მარტო,
შენთან ვარ მუდამ უკვდავი სული,
შენს ერთ შეხედვას პირისპირ ვნატრობ
და მის ახდენას ბავშვივით ვუცდი..
No comments:
Post a Comment