Saturday, February 19, 2022

გადაგვავიწყდა... (სატრფიალო)

გადაგვავიწყდა ჩვენ პარნასი, წმინდა ადგილი, 
იქ შევხვდით ერთურთს და ქორწილიც გადავიხადეთ,
დღეს მე გპატიჟებ, გადავლახოთ დრო და მანძილი,
ფეხქვეშ დაგიგებ სიყვარულის წითელ მიხაკებს.
შევიმოსები, როგორც ნიმფა, ყვავილთ გვირგვინით, 
შენ გიგალობებ, ყურს დაგიტკბობ წყაროს რაკრაკით,
დავიპენტებით თეთრი თოვლით ცელქი იგრიკის,
ჩვენს სიყვარულზე იქნებ დარჩეს ერთი არაკი.





No comments:

Post a Comment