გამოვაცხვეთ სიყვვარულით დედოს პური,
იქვე ვკრეფდი ლამაზსა და ტკბილ-ტკბილ ხურმებს,
სილამაზე მანცვიფრებდა არნახული.
რა ეზო და სიქათქათე თეთრი თოვლის,
შენ ჩეხავდი შეშას ცეცხლის დასანთებად,
სახლის თავზე მოჩანს თეთრი საკვამური,
ჩვენს სიყვარულს თავს დაადგამს დიადემას.
ცის ტატნობზე შავი ბოლი დაწერს სიტყვებს,
"მიყვარხარ" და ჩემი ნახე აღტაცება,
მერე ღამით ერთად ვნახავთ კეთილ სიზმრებს
და ზღაპარიც არასოდეს დამთავრდება.
No comments:
Post a Comment