Wednesday, February 9, 2022

ქირონს! (სატრფიალო)

 ქირონს!

სულის პოეზიად იშვი,
სულის სიმშვიდედ და ჩეროდ,
შენი ხმა ყოველთვის ისმის,
გადარებ წყალუხვ ჯეონს!
მეძახი, შორიდან მიხმობ,
ვწუხვარ, რომ არა მაქვს ფრთები,
შენთან გამოვფრინდე, ქირონ,
ვარსკვლავი გავხდე შენი.
ბრძენო და კეთილო ჩემო,
კენტავრო, სიკეთის მქნელო,
აწყობდი ზეციურ გლობუსს,
იასონს კეთილად ევლო.
პელევსს - ,,იფანის შუბი"
აჩუქე, რისხავდა ზარებს,
აქილევსს კვებავდი ხორცით,
დიდ გმირად გამოზარდე.
ქირონ, ჩამოდი ციდან,
კენტავრო, ოცნების მჩენო,
მე ქარიკლო ვარ შენი,
შენთვის ვარსებობ, ვშენობ.
მაია დიაკონიძე
9.02.2022წელი

No comments:

Post a Comment