Thursday, February 24, 2022

 სხვადასხვა ალაგსა ვიყავთ, 

შენ მთას და მე კი ბარსაო,

ჩვენი შეხვედრა ღმრთისაგან

არა და არ გადაწყდაო.

წლები მუჭებად მივითვალ,

შენიც ბევრია, კმარაო,

მზისა თუ მთვარის ნათელმა

შენი თავ დამანახაო.

შემოგხედე და შავივსე,

ვით დღე შეავსებს ღამესა,

შენი ლამაზი თვალები

ვარსკვლავთ ჰგავ მოკიაფესა.

გვიანი არის, მთის წვერზე 

ჩამობნელ-ჩამომაღამდა,

ტრფიალი შენი მაინცა

მომედო გულზე ალადა,

შენ შენი დაგდევ ფიქრები,

იქნებ არც გიღირ ჩალადა,

მე შენი შუქი, ციალი,

ალბათ გამყვება მარადა.







No comments:

Post a Comment