Sunday, February 6, 2022

 შენზე ვფიქრობ, შენით ვტკბები, შენით ვთბები,

გადათეთრდა ჩემს გარეშემო სანახები,

სიყვარულზე უარს ვიტყვი განა ნებით,

ჩემს სულს ფიფქთა სიმფონიად რომ ეხები.

ლოლოები დაკიდულან სახურავზე,

აკეთებენ ჩიტუნები ნაძვზე სალტოს

და ამ მთების თეთრ თოვლიან ბაირაღზე,

რომ არ აწერ "მიყვარხარო", იმას ვდარდობ.







No comments:

Post a Comment