Friday, February 4, 2022

 მოდიოდი და მოგქონდა ჩემთვის დილა,

ცისკარივით ანათებდა შენი სახე,

რატომ გნახე, ჩემო კარგო, ასე გვიან,

რად დაუგო ამ ცხოვრებამ ჩემს სულს მახე.

მთელი ღამე ცის ვარსკვლავებს ვეთამშე,

შენ იყავი ჩემთან, ჩემო ერთადერთო,

გადმოფენდა მთვარე სხივთა თეთრ მარმაშებს,

შენს ლურჯ ტბაში ვლვლივებდით, თეთრო გედო.

ლედა ვარ და შენს ტრფობას ვარ აყოლილი,

ჩემს თვალებში ვნების ცეცხლი აციმციმე.

ჩემო ზევსო, შენი ძალის ვარ მორჩილი,

მკლავზე როგორც დედოფალი, დამიწვინე,







No comments:

Post a Comment