Tuesday, February 15, 2022

თუ შენ არ მყავხარ (სატრფიალო)

 თუ შენ არ მყავხარ, მდინარეთაც იდინონ პირქვე, 

იმ შლამში, ღორღში გამოვნახავ  მოსაცდელ ბინას,

შენ თუ არ მყავხარ, გამათაოს სიკვდილმა იქვე,

დამეცეს მეხი, მომისწრაფოს სიცოცხლე ნისლმა,

რომელიც მფარავს და არ მაძლევს სუნთქვისთვის საშველს,

ვერაფერს ვხედავ, თუმც ღია მაქვს მუდამ თვალები,

შენი გულიდან თუ უბრალო კვამლივით წამშლი,

რად ამამაღლე, ბალახივით ძირს თუ დამცემდი.



No comments:

Post a Comment