Sunday, February 6, 2022

თეთრ თოვლში დარჩა (სიმღერა, დაწერა გიული ერგემლიძემ)

 თეთრ თოვლში დარჩა შენი ჩექმის ნაფეხურები,

მე გაცილებდი, გიცქეროდი დიდხანს შორიდან,
და შევიმოსე ნაზ მკლავებზე მძიმე ხუნდებით,
ვეღარ დავიხსენ ჩემი თავი ამო ყოფიდან
ლურჯ იალქნებად დაფერილი თოვლი მოვიდა.
თოვს ხვავრიელად, თოვს ლამაზად როგორც იმ ღამეს,
ისევ მოგიყვანს ჩემთან შენი ნაფეხურები,
ისევ სიცილით გავიხსენებთ ბედნიერ წამებს.
მაია დიაკონიძე
21.01.2022წელი

No comments:

Post a Comment