არ გცალია, მაგრამ მაინც უნდა შემხვდე,
უშენობის რეალიას ვერა ვძლიე,
მე დაგინთებ სიყვარულის ყვითელ სანთელს,
ვით პეპელამ ცეცხლის ალზე მოაწიე.
რომ შემოხვალ ჩვენს ოთახში, მოგეკრობი,
ლურჯ თვალებში ჩაგხედავ და გაგიღიმებ,
არ გეგონოს შემეშინდეს ომიკრონის,
შემოგაწყვეტ მაგ პერანგზე ყველა ღილებს.
და ეს ღამე ხომ იქნები სულ ჩემს ხელში,
დაგიკოცნი ტუჩებს, თვალებს, სულს რომ მილევს,
თუ გიყვარვარ და თუ კიდევ ძალა გერჩის,
ამიტაცე და შევუყვეთ ზეცის კიბეს.
.
No comments:
Post a Comment