Monday, February 7, 2022

სურათის ექსპრომტად მაიას, ავტ.ელგუჯა ციგროშვილი, ჩემი კომენტარით

 სურათის ექსპრომტად

მაიას .
გსტუმრებია მუზა ყველა ,
ლექსისთვის გაქვს
,, თეთრი ხნული "...
თოვლში დახვალ თავშიშველა , ~
ოთახში ხარ ჩაფუთნული !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
7 . 02 . 2022 წელი .

პასუხად გუჯას!


კი ვიყავი ჩაფუთნული,

შორ-შორ გზაზე წასასვლელად,

ეზოში რომ გავიარე,

კი ვიყავი თავშიშველა.,

თუ რაღაც არ მოგეწონა,

შენ ჩამოდი ჩემს საშველად.

მაია დიაკონიძე


კომენტარის პასუხად მაიკოს .
( ფშაურ კილოზე .)
1 . მზის შუქში არ შეგეშალოს
გარშემო რომ თოვლი ბრწყინავს ,
თავზე ქუდი დაიხურე , 
თორემ ყურებს მოგიყინავს .
2 . ვინც უფრთხის და ერიდება ,
გადაპენტილ მთების სურებს ,
ჩემსავით და მერცხალივით , ~
თბილ ქვეყანას მიაშურებს .
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ . თესალონიკი .
7 . 02 . 2022 წელი .

რომც მკლავდეს და მიყინავდეს

ჩემი მთები პირს და ყურებს,

არ დავტოვებ, დაე, მოვკვდე,

თბილ ქვეყნებს არ მივაშურებ.

ვით ბეღურა, აქ დავრჩები,

ვიფრთხიალებ ხიდან ხეზე,

შურდულით თუ ჩამომაგდეს,

გამიხსენე, ბიჭო სესე!.


No comments:

Post a Comment