შენი წამწამების ჩრდილში დამაძინე,
სუნთქვით მიმაგებე აპოთეოზს,
ჩემი სისხლის ნაწილაკი ბაცი არის,
გააწითლე, რომ არ გამიტაცონ ზემოთ.
თეთრი თოვლიდან ენძელად მომიყვანე,
მინდა, გაიხარო, ჩემით დატკბე,
ყაყაჩოდ მოვედო ოქროს ყანებს,
ჩამოხსნი ზეციდან ბაირაღებს.
შენს გულში იქნება და დავივანე,
იქნებ, ჩემზე ოცნებობ და ფიქრობ,
მაშინ რატომღა იგვიანებ,
წლების მერედაც გიხმობ.
No comments:
Post a Comment