მეგონა მეძებდი და მომძებნიდი,
არა და არ დაადგა საშველი,
ვწევარ და გელოდები ფერმიხდილი,
როგორც ნასახლარი აშელის.
ბალახში გავრიე უკვე თმები,
ცხოვრების ბილიკზეც დამიღამდა,
მკერდზე ამოსულან უკვე მთები,
ფქვილადაც დავიცერი ალიხანთან.
დარდო, შენ კი არ გელოდები,
ასეთი გიჟი და შეშლილი,
ჩემს ბედს ველოდები ზღაპრებიდან,
უკვე გამიხუნდა მერდინი..
ძნებად გადაიქცა ჩემი თმები,
ვარდად - ჩემი ტუჩი, ბაგენი,
თუ არც გინდოდი და რას მეძებდი,
ან რაითღა ვერ მომაგენი.
No comments:
Post a Comment