ტ ო რ ო ლ ა
,,ტოროლას მაინც არ მოვკლავ,
ბევრიც რომ მქონდეს წამალი,
საწყალი ღამის მეხრისა,
ის არის დილის მამალი".
( ხ ა ლ ხ უ რ ი )
1. ჩემისთანა ბედნიერი
არის თითო – ოროლა...
ვხარობ, დილას რომ მითენებს
ხმაწკრიალა ტოროლა!
2. უკვე ისე მივეჩვიე
ყოველ დილას სულ ველი,
მის ხმასა აქვს სიყვარულის და სიცოცხლის სურნელი.
3. ღმერთო, ღმერთო, აარიდე,
მიმინოს და ოლოლებს,
დილის ტკბილად გამთენებელ
ხმაწკრიალა ტ ო რ ო ლ ე ბ ს!
4. მომიფრინდეს და შემიცნოს,
სანდო ადამიანად,
როგორ ტკბილად ჩამოვკოცნი,
ქოჩორ – ბუმბულიანად!
5. დე, მატკბობდეს ეს გლობა,
ვით ხმა ძველი რუნების...
ხ მ ა უზრუნველ ბ ა ვ შ ვ ო ბ ა შ ი
ხელახლა დ ა ბ რ უ ნ ე ბ ი ს!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი
2. 02. 2022 წელი
No comments:
Post a Comment