Sunday, February 20, 2022

ღმერთო, მომეცი... (ერთსტროფიანი)

ღმერთო, მომეცი ბავშვის გული, ბავშვის თვალები, 
რომ დედამიწას, როგორც ლურჯ ბუშტს ისე ვუმზირო,
რომ მიტაცებდეს კამკამა ცა, ცად ვარსკვლავები
და არასოდეს შემერიოს სევდა  უძირო.




No comments:

Post a Comment