Saturday, February 19, 2022

შენა ხარ ჩემი ქრიზანთემაც (სატრფიალო)

 შენა ხარ ჩემი ქრიზანთემაც, ჩემი გვირილაც,

შეგისუნთქავ და სამუდამოდ ჩემში დარჩები,

ამოსული ხარ, ჩემო სულო, ჩვენი მიწიდან

და მშობლიური პოეზიის შენ ხარ სარჩევი.

ზეპირად იცი ყველა ლექსი, ყველა ციტატა,

სიტყვით აცოცხლებ საქართველოსს დედა ბუნებას,

შენს სიმღერებზე უნდა ჟღერდეს ყველა გიტარა,

ამ ქვეყანაზე შენნაირი  არც მეგულება.




No comments:

Post a Comment