Monday, February 28, 2022

აღარ მიქციო, ძვირფასო, გვერდი! (სატრფიალო)

 მე შენ გიფენდი ქვეშაგად მინდორს

და ყვავილების სურნელში გხვევდი,

ყველა ყაყაჩო მე ვიყავ შენთვის,

ყველა გვირილა და უფრო მეტი...

მე დაგყვებოდი ყოველთვის ფიქრად,

მე გიწეწავდი ქოჩორს და კულულს,

და როცა ტალღა ნაზ ქაფში გხვევდა,

ეს მე ვიყავი მხოლოდ და მხოლოდ.

მზემ გამონახა ცის თაღზე წვერი,

სახეზე ნათელ წერტილებს გფენდა,

თუ გაგახსენდა ის კოცნა მწველი,

ცისფერ იალქნებს რომ ვშლიდით ერთად.

შენა ხარ ჩემი გული და გრძნობა,

ჩემი სიცოცხლე და უფრო მეტიც,

და როცა შენთან სიზმარში მოვალ,

აღარ მიქციო, ძვირფასო, გვერდი.








No comments:

Post a Comment