Tuesday, February 8, 2022

და ხატობაში, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 და ხატობაში ...

1 . მ ზ ე რ ა შ ი სითბო ,
გ უ ლ შ ი სითბო ,
ღ ი მ ი ლ შ ი სითბო ,
ძირს ჩამოსული
მ ზ ე ხარ თითქოს , ~
სითბოს მთოვარი ...
და რაც მეტს გასცემ ,
კიდევ უფრო
უმეტესს ვითხოვ ,
გაუმაძღარი , ხარბი მადით , ~
ვით მათხოვარი !
2 . ეჭვით ვუცქერი
შენს გარშემო
უცხოს , ახლობელს ,
ა ღ ა რ ა ვ ი ს თ ვ ი ს ვატყობ
უკვე არ მემეტები ,
ეგ კი არა და ...
მინდა სულ მთლად
ჩ ე მ შ ი ს ა ხ ლ ო ბ დ ე ,
შენს სუნთქვას გრძნობდნენ
ჩემი ს უ ლ ი ს
ბ რ ო ლ ი ს ს ვ ე ტ ე ბ ი !
3 . და ხ ა ტ ო ბ ა შ ი ...
ხ ე ვ ი ს ბ ე რ ი მოზვრის
ბ ე ჭ ს დასცქერს ,
თვალებში კარგის მოლოდინის
ი მ ე დ ი ბრწყინავს ;
დ ა ი გ ვ ი ა ნ ე , ძმისწულოო , ~
ხმის ბზარვით მამცნობს ...
ბ ე დ ი ც სხვა მხარეს
გადასწონის სასწორის პინას !
4 . ნეტავ სად ვიყავ ?
თავის დროზე საით ვიარე ?
ან როგორ აგცდი ,
ჩ ე მ ი ნ ე კ ნ ი
რად ვერ გიცანი ?
ეგ ტყუილია ,
დ რ ო ვერ ჰკურნავს
ს უ ლ ი ს ი ა რ ე ბ ს ...
თუ ჰორიზონტზე
ჩამავალ მ ზ ე ს მოჰგავს
მ ი ზ ა ნ ი !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
31 . 01 . 2015 წელი .

No comments:

Post a Comment