იქნებ დღეს ველზე ვისეირნოთ, მომეცი ხელი,
დაგიკრეფ ყვავილს და დაგადგამ თეთრ გვირგვინს თავზე,
უკიდეგანო სამყაროა დღეს ჩვენი მცველი,
ჩვენთვის ჩამოჰკრავს მაღლა ციდან წკრიალა ზარებს.
გაიჟღარუნებს სიყვარულის დიადი ჰიმნი,
და მზეო ჩემო, გაასხივებ მთებსა და ყანებს,
და შენს სხეულშიც მოიმატებს ღვთიური ხიბლი,
ვეღარასოდეს მოგიხურავ ამ გულის კარებს.
No comments:
Post a Comment