Tuesday, August 3, 2021

მო მოგაგებებ ჩემს წითელ ტუჩებს

შენ მოხვალ, ვიცი, გადაგიხსნი ბროწეულს მწიფეს,

ჩემს ტუჩებს შენი დააკვდება კოცნა და ლოცვა,

და სამუდამოდ, გჯერა, კარგო, ერთად  ვიქნებით

და იმედი გაქვს, რომ ზემოდან უფალიც გვლოცავს.


მე მოგაგებებ ჩემს წითელ ტუჩებს,

ფერისას მწიფე ბროწეულების 

და აალდება კოცონად კოცნა,

შიგ ჩაიწვება ჩვენი გულები.

იქნებ დაგადნე კიდევაც სანთლად,

და ქანდაკებად ჩამომქნა ხელით,

მე გადავიქცე შენს გალათეად,

პიგმალიონმა რომ შექმნა ვნებით..


No comments:

Post a Comment