Tuesday, August 3, 2021

შენ, ჩემი სულის ნაწილო (სატრფიალო)

 შენ ჩემი სულის ნაწილო, 

ამ ღამით გელი ზღვის პირას,

იქნებ, ნავითაც გავცუროთ, 

მთვარე დაგვიდგეს მეგზურად,

სირინოზებმა გვიმღერონ, 

დაგვცქერდეს ვარსკვლავთ თვალები,

არ გამოვდგები ცენზორად, 

მომხვიე შენი მკლავები.


No comments:

Post a Comment