სადა ხარ, ჩემო ერთო,
ვის მკერდზე გიდევს თავი,
ვინ არის შენი ცოლი,
ვისი დაგერქვა ქმარი,
მძიმე უღელი მადგას,
ყულფში გავყავი თავი,
სხვისი დამერქვა ცოლი,
სხვა არის ჩემი ქმარი,
ნეტავ, ჩემზე თუ ფიქრობ,
თუნდაც სულ ერთი წამით,
შენნთვის ვიცოცხლო მინდა,
არ დაგაღონო ამით,
შემომხვდე იქნებ ერთხელ,
თვალს გამიყარო თვალი,
მერე თუგინდაც მოვკვდე,
ვიხარებ მხოლოდ ამით..
No comments:
Post a Comment