Thursday, August 5, 2021

ტალღა და ნაპირი (სატრფიალო)

ტალღა და ნაპირი
მე - ბობოქარი, მჩქეფარე ტალღა,
შენ კი ნაპირი წყნარი და მშვიდი,
გიყურებ და თმებს დალალად ვიშლი,
შენ შემოგცქერი კდემით და რიდით,
ერთხელაც, ვიცი, შენამდე მოვალ,
შენს გაშლილ მკერდზე თავს დავდებ მორცხვად,
შემოგხვევ მკლავებს სულმტკივან მოცარტს
და ვნების შარბათს სიამით მოვსვამ...
გავხდები ნაზი, აღსავსე ფიქრით,
ზღვას აღარ ვუცქერ გიჟსა და მბორგავს
და თუ წამიღო კვლავ გახელებით,
მე უსათუოდ უკანვე მოვალ.
მაია დიაკონიძე
5. 08. 2021წელი
შეიძლება იყოს 5 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
მთვარისა ზეინკლიშვილი, დათო ქაქუთია და 12 სხვა
4 კომენტარი

No comments:

Post a Comment