Saturday, August 7, 2021

 ჯერ ქალბატონო პოეზიის თქვენ

ვალი გმართებთ და
რა აზრი აქვს უთქვენობით
მის მავთულხლართებს?)))

კი შეიძლება, კიდევაც მმართებს,
ვერ ვუმკლავდები ამ მავთულხლართებს,
მაგრამ, ბატონო, რადგანაც თქვენ მთხოვთ,
იქნებ დავფიქრდე,  კიდევაც დავრჩე.

თქვენ უნდა დარჩეთ, 
რომ ჩვენც გადავრჩეთ.
 თუმც დაბმული ვართ 
მავთულხლართებით, 
გავწყვეტთ და.
.წელში გავიმართებით!

თუ კი შესძლებთ რომ გაწყვიტოთ
ეს ეკლის მავთულხლართები,
მეც გვერდში ამოგიდგებით,
თანამებრძოლად დავრჩები.

No comments:

Post a Comment