მხოლოდ ერთს გეტყვი,
ნორჩი ხარ ვერხვი,
შენი ფეხების
ნატერფალს ვეტრფი.
ჩემი ხარ მხოლოდ
და უფლის ნებით,
შენ ჩემი ზვარის
გამხდარხარ მეხრე.
ჩვენ მუშაკნი ვართ
სამოთხის ბაღის
და ყოველ დილას
ვენახში ვხვდებით.
სულისთქმაც შენ ხარ,
მწიფე ვენახიც,
ჩემო სამშობლოვ,
გყვარობ, შეგხარი
ვღელავ ვით ბავშვი
როცა გიყურებ,
ცახცახებს ყურზე
შენი საყურე.
სუნთქვაშეკრული
ისევ შენ გისმენ,
რომ ბულბულივით
დამიტკბო ყური.
მიყვარხარ როგორც
ცაზე ვარსკვლავი,
შენი ტრფობისგან
ვერ დავიცალე.
როცა სევდისგან
ჩამოვიცლები,
შენკენ მოდიან
მდორე ფიქრები.
მე არაფერსაც
არ გეუბნები,
ეს სიყვარული
თვითონ მოგაგნებს.
No comments:
Post a Comment