მეძინა, მზემ გამაღვიძა, გადმოაბიჯა მდელოებს,
თვალები გამოვახილე, ჩემს გვერდზე შენაც იწექი,
თვალი მიგეპყრო ცისაკენ, მზეზე თუ იეჭვიანე.
რად ჩაგიძვრაო უბეში, თავი მაგას ვინ ჰგონია,
სადაც მე ვარო, იქ მხოლდ მეფეთ-მეფე და ლომი ვარ,
ნაწნავებს ხელი მომავლე და ჩამიკოცნე ყელ-ყური,
ვაჟო, ასე თუ გიყვარდი, მაშ რაღად დაიგვიანე.
No comments:
Post a Comment